პროექტები


სასწავლო პროექტი 
1. პროექტის სახელი: ,,ავაყვავოთ ჩვენი ეზო''
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით: მცენარის დარგვა-მოვლა..
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ბუნებრივი საფარის მნიშვნელობაზე, სილამაზეზე, პირადად მიიღებენ მონაწილეობას მცენარეების დარგვა-მოვლაში.
4. პროექტის მიზნები: გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევების განვითარება: ინფორმაციის მოგროვება მცენარის დარგვა- მოვლის შესახებ.
სტატიების მომზადება:
ა).,ჩემი ნაშრომის მოვლა- გაფრთხილება’’
ბ). ,,რატომ მომწონს ბუნებრივი სილამაზე’’
გ). ,, რას ნიშნავს დარგო ერთი ხე’’
თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევების განვითარება;
მოსწავლეთა შემოქმედებითი  ნამუშევრები    ( ნახატის შექმნა ,, ჩემი ლამაზი ეზო’’ ) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: IIIკლასი
6. ვადები / ხანგრძლივობა:ერთი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ექსკურსიები;
ფოტო მასალა;
ვიდეო მასალა;
ნახატები;
ჩანაწერები;
სტატიები;
საკუთარი ნახატებისა და ფოტო სურათების გამოფენა;
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი,  ციფრული კამერა;
ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
ფანქრები და კალმები.

9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
ჯგუფების შექმნა;
ფუნქციების განაწილება;
კონკრეტული დავალებების მიცემა.

აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება მცენარეთა დარგვა-მოვლის  მასალების მოძიება, გარკვეულ ნაწილს - ექსკურსიის ორგანიზება სათბურში ინფორმაციის მოძიება მრავალწლიანი მცენარის შესახებ, სათბურში მისვლის დროის შეთანხმება.
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, კლასში მისი გაცნობა:
მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
პრეზენტაციის უნარი;
მსჯელობა;
წერითი სამუშაო.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში:ბუნება, ხელოვნება, ლიტერატურა.  გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი მარინა ჯაფარიძე ):
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: marinajafaridze@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:
https://ictmarinaj.blogspot.com/

No comments:

Post a Comment